ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბირთვული იარაღის სრული აკრძალვისა და განადგურების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ბირთვული ომის თავიდან აცილება საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ასეთ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება.
„ბირთვული იარაღი სრულად უნდა აიკრძალოს და განადგურდეს. ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა დაიწყოს. ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთის ლიდერმა ეს განცხადება 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული სამმხრივი შეხვედრის დროს გააკეთა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ბირთვული შეიარაღების კონტროლი და ბირთვული იარაღის გამოყენების რისკების შემცირება იყო.