უნგრეთმა შესაძლოა 2032 წლისთვის  ევროს სასარგებლოდ ფორინტზე უარი თქვას, - ამის შესახებ სახელმწიფო ვალის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გერგელი ტარდოშმა, ბუდაპეშტში საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, იტყობინება Bloomberg. მისი თქმით, მთავრობის მიერ ამ კვირაში წარდგენილი დეფიციტის შემცირების გეგმა ევროს ამ ვადებში მიღების „კარგ შანსს“ იძლევა.

ამასობაში, მაისში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს ევროზონაში გაწევრიანების მაასტრიხტის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და ევროზე გადასვლას 2030 წლისთვის. უნგრელი პოლიტიკოსები ამჟამად ვარაუდობენ, რომ სწრაფი გარდამავალი პერიოდი უფრო ხელსაყრელ გლობალურ ეკონომიკურ გარემოს მოითხოვს, ვიდრე ამჟამად არის.

უნგრელების 75% მხარს უჭერს ევროს შემოღებას.

 Reuters–თან ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა ანდრას კარმანმა ევროზონაში გაწევრიანების სავარაუდო თარიღად ასევე 2032 წელი დაასახელა. მისი თქმით, ეს ბაზრის მოლოდინებს შეესაბამება.

ვრცლად rbc – ზე