ნავთობის ფასები პარასკევს გაიზარდა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკის ზრდის გამო. Brent-ის ფასი ბარელზე თბილისის დროით 11:00 საათისთვის, დაახლოებით 6 დოლარით გაძვირდა $114-მდე, ხოლო WTI -100 დოლარზე მეტი ღირს.
Reuters-ის ცნობით, ფასებზე ზეწოლას აძლიერებს იემენელი ჰუსიტების თავდასხმები საუდის არაბეთზე. ვითარების გამწვავების ფონზე, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ დაჰრანში მდებარე სათავო ოფისიდან თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა. ბაზარი შიშობს, რომ კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა ნავთობის მიწოდება შეაფერხოს.