აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Google-ის აღმასრულებელ დირექტორს, სუნდარ პიჩაის, ატლანტის ოკეანის სახელის შეცვლის თხოვნით დაუკავშირდა. მისი თქმით, სურდა, ოკეანეს მისივე სახელი — „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ - დარქმეოდა.

ტრამპის განცხადებით, პიჩაიმ შეთავაზება უარყო და განუმარტა, რომ ოკეანეები მრავალი ქვეყნის ტერიტორიებს ესაზღვრება და მათი სახელის შეცვლა შეუსაბამო იქნებოდა. ტრამპმა თქვა, რომ, სავარაუდოდ, ამ იდეაზე უარს იტყვის და ატლანტის ოკეანეს ამჟამინდელ სახელს შეუნარჩუნებს.

ცნობისთვის, ტრამპმა მანამდე მოითხოვა მექსიკის ყურისთვის „ამერიკის ყურის“ სახელის მინიჭება, ხოლო ონტარიოს ტბას აშშ-ის მომხმარებლებისთვის Google Maps-ზე „ამერიკის ტბა“ ეწოდა.