უკრაინისთვის უმჯობესია, სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
მისივე თქმით, ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ძალიან მარტივი იქნება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია. ეს ძალიან მარტივი იქნება. შეხედეთ, უკრაინისთვის უმჯობესია, სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. სულ ეს არის. ჩვენ ისეთ პოზიციაში ვართ, რომ გვინდა, ისინი დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის შუამავლობით ჟენევაში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
1tv.ge