გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს გაწევრიანება შეუძლებელია.
„2027 წლის 1-ელ იანვარს გაწევრიანებაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ეს შეუძლებელია. შეგვიძლია ნელ-ნელა დავაახლოვოთ უკრაინა ევროკავშირთან. ეს ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ასეთი სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ არარეალურია“,- აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ნებისმიერმა ქვეყანამ ჯერ კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, პროცესი, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე წელს გრძელდება.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა განმარტა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა. თუმცა, „ეს გრძელვადიანი პროცესია“.
27 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram არხზე დაწერა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კიევისა და ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. „სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე - 2027 წელზე - და იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების, რომ ჩვენს პოზიციას მხარს დაუჭერენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
Ipn.ge