საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელიშეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია.
აღნიშნულ ტერიტორიებს შორისაა: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნულიპარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნულიპარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცულიტერიტორიები, რაჭის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანისეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები, ფაშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, თუშეთის დაცულილანდშაფტი, არაგვის დაცული ლანდშაფტი და თრუსოს დაცული ლანდშაფტი.
საქართველოს ბანკის გარემოსდაცვით პორტფელში შემავალი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი740,000 ჰექტარამდეა და 18 ადმინისტრაციულ ცენტრს აერთიანებს. ამ ტერიტორიებზე 510-მდე დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები. ინიციატივის ფარგლებში კი ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული დაინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.
“საქართველოს ბანკის გუნდისთვის, მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელიც გარემოსადა საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაკი დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაა, რაც თავის მხრივ ენდემური ეკოსისტემის, ფლორისადა ფაუნის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ მიზნით, კავკასიის ბუნების ფონდთანდავპარტნიორდით. თანამშრომლობის ფარგლებში კი 2010 წლიდან საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალიინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, მასწავლებლების, ახალგაზრდა პროფესიონალების, ბიზნესების მხარდასაჭერ ინიციატივებს, დაცულ ტერიტორიებსდა სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალურიინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge