ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოძრაობის აკრძალვის მიზეზი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გახდა.
„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ31 (ჟინვალი-ანანური) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.