საბანკო-საფინანსო გიგანტმა Bank of America-მ ოქროს ფასის მოკლევადიანი სამიზნე მაჩვენებელი უნციაზე რეკორდულ 6,000 დოლარამდე გაზარდა.

მას შემდეგ, რაც ოქრომ 5,000-დოლარიანი ისტორიული ბარიერი გადალახა, ბანკის ანალიტიკოსებმა პროგნოზები კიდევ უფრო გაზარდეს.

ექსპერტების განმარტებით, ისტორიული მონაცემები აჩვენებს, რომ წინა ოთხი bull run-ის დროს ოქროს ფასი საშუალოდ 300%-ით იზრდებოდა, რაც მიმდინარე ტენდენციით ფასის 6,000 დოლარამდე გაძვირებას რეალურს ხდის.