უკრაინელებმა ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმის დროს რუსულ ფრეგატ „ადმირალ მაკაროვს“ შეუტიეს, რომელიც „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადამტანია.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია დაგეგმა და კოორდინაცია გაუწია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. ზარალის მასშტაბები დაზვერვის მონაცემებით დგინდება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარტყმები განხორციელდა საბურღ დანადგარ „სივაშზეც“.

წყარო: ipn.ge