OPEC+-ის რვა ქვეყანა შეთანხმდა მაისში, ნავთობის მოპოვების კვოტების დღეში 206 000 ბარელით გაზრდაზე, – ნათქვამია OPEC-ის პრესრელიზში.
ალიანსის მომდევნო შეხვედრა 3 მაისს არის დაგეგმილი.
OPEC+-ის მაისის თვის მთლიანი კვოტა, მათ შორის იმ ქვეყნებისგან კომპენსაცია, რომლებმაც ადრე დაშვებული დონეები გადააჭარბეს, დღეში 38.083 მილიონი ბარელი იქნება. ეს ალიანსის მიერ აპრილისთვის დაშვებულ წარმოების დონეზე დღეში 181 000 ბარელით მეტია.