ირანის წინააღმდეგ ტრამპის მორიგი მუქარის შემდეგ, ნავთობის ფასმა 110 დოლარს მიაღწია. „ბიბისის“ ცნობით, აზიის ბაზარზე ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 1.6%-ით გაიზარდა და 110.85 დოლარს მიაღწია.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი 0.3%-ით გაიზარდა და 111.80 დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ირანს ზავის დასადებად ვადა სამშაბათამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხევაში, შეერთებული შტატები ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზედარტყმით იმუქრებოდა.

1tv.ge