უკრაინაში Starlink-ი კვლავ 161 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მუშაობს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილიდან ქვეყნის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ Starlink/Starshield-ის მუშაობა 161 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეზე აღდგა.

წყაროების თქმით, უწყება ტესტირებას განაგრძობს, რათა სიჩქარის ზედა ზღვარი განსაზღვრონ და დაადგინონ, თუ რამდენად სრულად აღდგა კავშირი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე Starlink-ის თანამგზავრული კავშირის ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ ძალაში იყო.