საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, სათამაშოდ აპრილში იყოს მზად. – ამის შესახებ Le Parisien-ი წერს.

„უნდა დაიმატოს თუ არა პსჟ-მ ვინმე ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში? „პარი სენ-ჟერმენი“ ყოველთვის აცხადებდა, რომ არსებულ შესაძლებლობებს აკვირდება, მოთამაშის ასეთი ხანგრძლივი არყოფნა კი კლუბს, შესაძლოა, ქმედებისკენ უბიძგებდეს.

კლუბში აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ნჯანტუსა და მაიულუს დიდი იმედით უყურებენ და ისინი როტაციაში თავიანთ როლს შეასრულებენ. კვარაცხელიას პოზიციაზე შესაძლო ალტერნატივებია – დეზირე დუე, მაგნეს აკლიუში და მიკა გოდტსი.

რაც შეეხება თავად კვარაცხელიას მდგომარეობას, ქართველი ვარსკვლავი მოედანზე, შესაძლოა, აპრილის ბოლოს დაბრუნდეს“, – ამტკიცებს Le Parisien-ი.

პირველი არხი