უკრაინამ რუსეთში, ლენინგრადის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა.
14 სექტემბერს, უკრაინამ რუსეთში, ლენინგრადის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა და გაჩნდა ხანძარი.
ცნობისთვის, ქალაქ კირიშიში მდებარე საწარმო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანაა, რომელსაც წელიწადში 10 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
შეგახსენებთ, გუშინ, 13 სექტემბერს, რუსეთის ქალაქ უფაში მდებარე „ბაშნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სულ მცირე, ორმა თვითმფრინავის ტიპის დრონმა განახორციელა თავდასხმა.
ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლი ან დაშავებულები არ არიან.
ქალაქის აეროპორტმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება.
Reuters-ის ცნობით, უკრაინის დარტყმებმა აგვისტოს ბოლოსთვის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის 17% გამოიყვანა მწყობრიდან. ეს ქმნის საწვავის დეფიციტისა და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიიდან ბიუჯეტში შემავალი შემოსავლების შემცირების საფრთხეს.