"ბოლო სამ წელიწადში ჩვენმა კლიენტებმა ჩვენი მეშვეობით მილიონ დოლარით მეტი დამატებითი შემოსავალი მიიღეს, ვიდრე ჩვენ გარეშე მიიღებდნენ,” - ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში კომპანია “ფორსაითის” დირექტორის მოადგილემ და CIO-მ, რატი მორჩილაძემ ისაუბრა.

BMG-ის ეთერში, SavvY-ის რუბრიკაში - #ბიზნესი 360 გრადუსით - რატი მორჩილაძემ ქართულ კომერციულ ბანკებში დანაზოგების განთავსების დინამიკა შეაფასა და მის ზრდაში “ფორსაითის” მსგავსი კომპანიების როლზე ისაუბრა.

“ფორსაითი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მარტივად ეხმარება ადამიანებს, რომ მიიღონ მეტი შემოსავალი და გრძელვადიანი პირადი კეთილდღეობა უზრუნველყონ. პირდაპირ შედეგებით რომ ვისაუბროთ, ბოლო სამ წელიწადში, ჩვენმა კლიენტებმა ჩვენი მეშვეობით ჯამში მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი შემოსავალი მიიღეს.

უფრო უკეთ რომ ავხსნათ, რას აკეთებს “ფორსაიტი”, 2020 წელს უნდა დავუბრუნდეთ…

2020-21 წლის მდგომარეობით საქართველოში კომერციულ ბანკებში ჯამში ფიზიკური პირების ვადიან ანაბრებზე იყო 11.5 მილიარდ ლარზე, $4 მილიარდზე მეტი დანაზოგი. აქედან 65% იყო უცხოურ ვალუტაში, ძირითადად დოლარში და 35% იყო ლარში. დამეთანხმებით, რომ ეხლა ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის ცოტა თანხა არ არის, საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგია. [ფორსაითის დამფუძნებლების] ყურადღება მიიპყრო საპროცენტო განაკვეთებმა. 2020 წელს, პანდემიის დროს, გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა ძალიან დაბალ დონეზე დაიყვანეს განაკვეთები ზუსტად იმიტომ, რომ შეემცირებინათ პანდემიური შოკი. ამ ფონზე განაკვეთები იყო ძალიან დაბალი, დოლარში 0.5%, 1%, 1.5%. ევროში საერთოდ - 0%. ანუ დეპოზიტზე თანხის განთავსება აღარ იყო მიმზიდველი, რეკორდულ მაჩვენებლებზე ავიდა ინფლაცია. [ფორსაითის დამფუძნებლებმა] დაინახეს, რომ ბაზარს სჭირდებოდა ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ადამიანებს მისცემდა საშუალებას, რომ მეტი შემოსავალი მიეღოთ თავიანთი დანაზოგებიდან. ზუსტად ამის შედეგი და პროდუქტია ფორსაითი… ის რიცხვი, $4 მილიარდი რომ ვახსენე, დღეს უკვე $6.5 მილიარდია. დეპოზიტების ოდენობა საკმაოდ კარგი ტემპით იზრდება”, - განმარტა რატი მორჩილაძემ.

“ფორსაითის” CIO-მ საქართველოში აქტივების მმართველ კომპანიათა ეკოსისტემა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, საუბარია იმ ტიპის ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ქვეყნის დანაზოგების მართვის პროცესებს და, შესაბამისად, დამზოგველისთვის მოგებიან პროდუქტებს ქმნიან.

“ყველაზე საუკეთესო მაგალითი რომ ავიღოთ, აშშ-ში მთელი ქვეყნის დანაზოგის 60% განთავსებულია ზუსტად აქტივების მმართველი კომპანიების ანგარიშებზე სამართავად.. რატომ? იმიტომ, რომ აქტივების მმართველები გაცილებით უფრო მრავალფეროვან და შესაბამისად, უფრო მაღალ შემოსავლიან პროდუქტებს ქმნიან დამზოგველებისთვის. ამიტომ უფრო ხელსაყრელია დანაზოგის დივერსიფიცირებულად განთავსება აქტივების მმართველებთან. მაგალითად, პოლონეთში აღნიშნული მაჩვენებელი 10%-ია, თუმცა ტენდენცია მზარდია, ეს არის პოზიტიური და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება; ეს გაზრდის დივერსიფიკაციის ხარისხს, როგორც დანაზოგების განთავსების კუთხით, ისე კომპანიებისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყარო იქნება.

საქართველოში ეს მაჩვენებელი 0.3%-ია, რაც მიზერია, ძალიან დაბალია. მაგრამ “ფორსაითის” და ჩვენნაირი კომპანიების მუშაობით და, რა თქმა უნდა, ხალხის გადაწყვეტილებით, ეს მაჩვენებელი შემდეგი წლების განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, გაიზრდება. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ქვეყნის გამდიდრება გზა პირდაპირ გადის კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, რომელიც ზუსტად ერთობლიობაა იმ არასაბანკო დაწესებულებებისა, რომლებიც ფინანსურ შუამავლობას ეწევიან და ხელს უწყობენ დანაზოგების ეფექტურ დაბანდებას რეალურ ეკონომიკაში. მხოლოდ საბანკო ინსტიტუტებზე აწყობილი ფინანსური სისტემა უკვე აღარ არის საკმარისი, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებს ფეხი აუწყოს. ამიტომ ჩვენნაირი კომპანიების განვითარება არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ დონეზე გადავიდეს”, - განაცხადა “ფორსაითის” მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა.