მანქანის ხმას ხშირად უგულებელვყოფთ, თუმცა აუდი ამბიციური ბრენდია, რომელიც პატარა დეტალებზე ფოკუსირდება… ამიტომაც, არც ხმებს ტოვებს ყურადღების მიღმა, ძრავების ზუზუნს ნოტებად გარდაქმნის და მომხმარებლებს Engine Symphony-ის წარუდგენს. მიზანი იმ იდეის გაცოცხლებაა, რომ ხმა მართვის გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. თუმცა სანამ ამას გააკეთებდნენ, უნდა გაეგოთ, რამდენად შეიძლებოდა აჩქარებული მანქანის ძრავის ხმის ზუსტად გადატანა მუსიკალურ ნოტებში…
„როგორც კი გავაანალიზეთ, რომ ეს შესაძლებელი იყო, ამოცანა მეტი დეტალისა და ნიუანსის დამატება გახდა კლასიკური მუსიკის აუდიტორიისთვის, ზედმეტი გართულებების გარეშე. ეს ჩვეულებრივი აზროვნებისგან გადახვევა იყო, თუმცა ძალიან სასიამოვნო გახლდათ ისეთი საკითხების განხილვა, თუ რომელი ხმა ასახავდა ყველაზე მეტად აუდის ძრავის აქტიურ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნებას და როგორ შევძლებდით შეპარდის ტონის სტანდარტულად წარმოჩენას…“.
მთელი პროცესის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო მუსიკალური ნოტების სიზუსტის უზრუნველყოფა, ამიტომაც BBH-მ დახმარებისთვის ექსპერტ ჰაიველ ევანსს და კომპოზიტორ ბენ პერისს მიმართა.
„ეს ერთ-ერთი იმ ნამუშევართაგანია, რომელიც ძალიან კონკრეტულ აუდიტორიას ელაპარაკება, ამტკიცებს, რომ რაც უფრო მეტი მუსიკალური ცოდნა აქვს ადამიანს, მით უფრო მეტს იღებს მისგან. როცა ამაზე მუშაობა დავიწყე, ჩვენმა მუსიკალურმა დეპარტამენტმა Black Sheep Music-მა გააანალიზა, რომ ძრავის ხმების გადმოცემის საუკეთესო გზა მისი სიმღერად წარმოჩინებაა…“.
შედეგი კი თავად შეაფასეთ: