რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამ ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ, – ამის შესახებ გამოცემა „ბილდის“ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიის თანახმად, სამხედრო წვრთნების, „ზაპად 2025“-ის ფარგლებში რუსები და ბელარუსები ე.წ. სუვალკის დერეფნის დაკავების ოპერაციას ამუშავებენ.

აღნიშნული 60-კილომეტრიანი დერეფანი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს და კალინინგრადის ოლქს უკავშირდება.

„ბილდის“ სტატიის მიხედვით, წვრთნების ცენტრალური ელემენტია დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის, კერძოდ, ახალი საშუალო რადიუსის რაკეტების, „ორეშნიკის“ გამოყენების იმიტაცია.