9 ნოემბერს გამართულ სხდომაზე უეფა-ს ეროვნული ნაკრებების ტურნირების კომიტეტმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრისთვის კალათების განსაზღვრის წესი დაამტკიცა.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რომელ კალათაში მოხვდება საქართველოს ეროვნული ნაკრები. ერთა ლიგის B ლიგის ჯგუფებში პირველ ან მეორე ადგილზე გასული გუნდები შესარჩევი ეტაპის მეორე კალათაში განთავსდებიან, ხოლო მესამე ან მეოთხე ადგილზე გასულები – მესამე კალათაში.

საქართველოს ეროვნული გუნდის საბოლოო პოზიცია ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის ჯგუფში 17 ნოემბერს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი გასვლითი მატჩში გაირკვევა. მანამდე, 14 ნოემბერს რამაზ სვანაძის გუნდი შინ უნგრეთს დაუპირისპირდება.

წილისყრა 2026 წლის 6 დეკემბერს, ბელფასტში გაიმართება. შესარჩევი მატჩები 2027 წლის მარტიდან ნოემბრამდე ჩატარდება, ხოლო პლეიოფის ეტაპი 2028 წლის მარტისთვის არის დაგეგმილი.

პირველი არხი