დონალდ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ, რათა კრემლმა ევროპას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის ნება მისცეს, - ინფორმაციას გამოცემა Politico ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობთ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებზე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოითხოვენ, რომ მოლაპარაკებების მომავალ ეტაპზე ევროპამ პირდაპირი როლი ითამაშოს.

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, კუშნერსა და უიტკოფს სურთ, რომ მოლაპარაკებების ტემპი დაჩქარდეს.

მათივე თქმით, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნებს მალე მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპა გვჭირდება. ამიტომ, ჩვენი წინადადებაა, რომ ამ სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ შეხვედრებში ევროპელებიც ჩავრთოთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ipn.ge