2026 წლის III კვარტალის მონაცემებით, ქართველები უცხოეთში ყველაზე მეტს (31%) საყიდლებზე, საკვებსა და სასმელზე (28.3%) ხარჯავენ.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 835.2 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
„ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის III კვარტალთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა და 1 351.0 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
