ნოემბერი ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია უძრავი ქონების ბაზარზე, განსაკუთრებით მათთვის, ვინც თბილისში საცხოვრებელი ბინის შეძენას ან საინვესტიციოდ თანხის დაბანდებას გეგმავს. შავი პარასკევის მოახლოებასთან ერთად, დეველოპერული კომპანიები მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც „ქრონომეტრია’’, რომელიც შავი პარასკევის კამპანიის ფარგლებში, მთელი ნოემბრის განმავლობაში, ლისზე მდებარე კომპლექსში ორსაძინებლიან ბინებზე 35 000 ლარამდე ფასდაკლებას აცხადებს.

სპეციალური შეთავაზება ვრცელდება 96.3, 103.6 და 107.5 კვ.მ ფართობის აპარტამენტებზე, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი საცხოვრებელი სხვადასხვა საჭიროებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით შეარჩიონ. ფასდაკლებასთან ერთად, „ქრონომეტრი’’ დამატებით 10-თვიან შიდა განვადებასაც სთავაზობს მომხმარებლებს ყველა ბინაზე. ამ პირობებით კომპანია ნოემბრის განმავლობაში უძრავი ქონების შეძენას უფრო ხელმისაწვდომს ხდის და პოტენციურ მყიდველებს ხელს უწყობს, სასურველი ბინა ლისზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინონ.

ბინები ლისზე - ბიზნესკლასის კომპლექსი საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეებით

ლისზე მშენებარე კომპლექსის პროექტი რამდენიმე ტიპის ინფრასტრუქტურულ ობიექტს ითვალისწინებს. საცხოვრებელ ნაწილში დაგეგმილია აუზი და სპა, სავარჯიშო დარბაზი, გამწვანებული ეზო და ორდონიანი მიწისქვეშა პარკინგი. პროექტის საერთო სივრცეებში მოეწყობა ლობი 24/7 კონსიერჟის მომსახურებით, ხოლო კომპლექსის ზედა ნაწილში გათვალისწინებულია პენთჰაუსები საკუთარი აუზით.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა ბიზნესცენტრი და პრემიუმ საოფისე ზონა. შესაბამისად, კომპლექსი საცხოვრებელ ბინებთან ერთად, საოფისე და ბიზნესსაქმიანობისთვის განკუთვნილ ფართებსაც მოიცავს. ეს ინფრასტრუქტურა „ქრონომეტრის’’ მულტიფუნქციური პროექტის კონცეფციის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ერთ ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების განვითარებაა დაგეგმილი.

2-საძინებლიანი ბინები - არჩევანი ოჯახებისა და ინვესტორებისთვის

2-საძინებლიანი ბინები უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სეგმენტია. ასეთი დაგეგმარება პრაქტიკული არჩევანია ფროგორც ოჯახებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რომლებიც ბინას გრძელვადიანი გაქირავების მიზნით ყიდულობენ.

საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას, ფართობსა და ღირებულებასთან ერთად, გადამწყვეტია შიდა ინფრასტრუქტურა და სამომავლო პერსპექტივა. ლისზე მდებარე „ქრონომეტრის’’ უპირატესობა საცხოვრებელ, დასასვენებელ, სპორტულ და საოფისე სივრცეთა ერთობლიობაა. ნოემბრის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში კი დაინტერესებულ პირებს ბინის შეძენა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქმედი ფასდაკლების პირობებში შეუძლიათ.

თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები და პროექტის განვითარების ეტაპები

კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტს დეველოპერული კომპანია „ქრონომეტრი’’ სამშენებლო კომპანია „დაგის’’ გამოცდილებითა და ჩართულობით ახორციელებს. „დაგი’’ სამშენებლო სექტორში 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში 600-ზე მეტი ობიექტი აქვს დასრულებული. აღნიშნული გამოცდილება კომპანიის ახალი დეველოპერული პროექტის განხორციელების საფუძველია, რომლის ფარგლებშიც მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

შავი პარასკევი 2026 - რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენამდე?

უძრავი ქონების შეძენა მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა, ამიტომ სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობისას რამდენიმე გარემოების წინასწარ შეფასებაა საჭირო. ფასდაკლების ოდენობასთან ერთად, მყიდველმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბინის ფართობს, პროექტის ინფრასტრუქტურასა და მშენებლობის ეტაპს. ასევე მნიშვნელოვანია გადახდის პირობების დეტალურად გაცნობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეთავაზება შიდა განვადებას ითვალისწინებს. ეს ფაქტორები მყიდველს ეხმარება, შეაფასოს კონკრეტული ბინის შესაბამისობა როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო მიზნებთან.

შავი პარასკევის კამპანიის ფარგლებში „ქრონომეტრის’’ შეთავაზება მთელი ნოემბრის განმავლობაში მოქმედებს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ლისზე მდებარე კომპლექსში არსებული ბინები, შეადარონ ხელმისაწვდომი ფართობები და მიიღონ ინფორმაცია კონკრეტულ აპარტამენტებზე მოქმედი ფასდაკლების შესახებ. დამატებითი დეტალების, შეძენის პირობებისა და პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ  ესტუმრონ „ქრონომეტრის’’ ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ კომპლექსის, ისე ხელმისაწვდომი ბინების შესახებ.

შეარჩიეთ ბინა ლისზე საუკეთესო პირობებით

,,ქრონომეტრის’’ შავი პარასკევის სპეციალური კამპანია საუკეთესო შესაძლებლობაა, მიიღოთ მაქსიმალური ფინანსური სარგებელი. მთელი ნოემბრის განმავლობაში, კომპანია გაძლევთ შანსს, ისარგებლოთ 35 000 ლარამდე ფასდაკლებითა და 10-თვიანი შიდა განვადებით.

არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, გახდეთ ბიზნესკლასის კომპლექსის მაცხოვრებელი ან განახორციელოთ მომგებიანი ინვესტიცია. ეწვიეთ „ქრონომეტრის’’ ოფიციალურ ვებგვერდს, გაეცანით აპარტამენტების გეგმარებებს და დაჯავშნეთ თქვენი ბინა ლისზე დღესვე.