ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ სისი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ბარელი ნავთობის ფასმა, შესაძლოა, 200 დოლარს გადააჭარბოს.
აბდელ ფატაჰ ალ სისი აღნიშნავს, რომ ენერგეტიკულ ობიექტებსა და ქარხნებზე იერიშებმა, შეიძლება, სერიოზული დარტყმა გამოიწვიოს გლობალურ ეკონომიკასა და საწვავის ფასებზე.
„ფასები, შეიძლება, მკვეთრად გაიზარდოს. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ობიექტების დარღვევის შემთხვევაში ბარელი ნავთობის ფასი, შეიძლება, 200 დოლარს გასცდეს და ეს გაზვიადება არ არის“, – აღნიშნა სისიმ.
მისი თქმით, ფასების ზრდა, შესაძლოა, ასევე შეეხოს სასუქს, რომელიც მსოფლიო სასურსათო წარმოების პროცესში გამოიყენება.
„რვა მილიარდი ადამიანის საკვები დამოკიდებულია მათზე. თუ ამ სასუქებს, რომლებიც გამოიყენება სასურსათო პროდუქტებისა და საკვების სხვადასხვა სახეობის წარმოებაში, ზიანი მიადგება, ჩვენ ვსაუბრობთ ფასების ზრდაზე, რაც გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს მსოფლიო ეკონომიკისთვის. მდიდარმა ქვეყნებმა, შესაძლოა, ამ დარტყმას გაუძლონ, მაგრამ საშუალო ან მყიფე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, შეიძლება, დაუდგეს ძალიან მძიმე გამოწვევები თავიანთი ეკონომიკური სტაბილურობის წინაშე“, – აღნიშნა ეგვიპტის ლიდერმა.