Turkish Airlines-ი სტამბოლიდან ერევნის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს მომავალ წელს დაიწყებს,- ამის შესახებ თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე სერდარ კილიჩმა „X“-ში დაწერა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით თურქეთ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისკენ უდიდესი ერთი ნაბიჯი გადაიდგა.

სერდარ კილიჩის განცხადებით, Turkish Airlines-ი სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მარშრუტზე რეგულარულ ყოველდღიურ ფრენებს 2026 წლის 11 მარტიდან დაიწყებს.