2025 წელი წლის რთული დასაწყისის მიუხედავად, საკმაოდ შედეგიანად წარიმართა, - ამის შესახებ კომპანია Radar-ის დამფუძნებელმა მაია მახათაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ტურიზმის ინდუსტრიის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი დატვირთულობის პროცენტი და შესრულებული ბიუჯეტი არის ყველაზე სასურველი შედეგი, რაც კი განთავსების და კვების ობიექტებმა შეიძლება ინატრონ.

"2025 წლის ნამდვილად კმაყოფილები ვართ როგორც ერთეულ, ისე ასეულობით სასტუმროს შემთხვევაში. ჩვენ ჩვენი კომპანიის შიგნით არსებული კომპანიების მდგომარეობა და შედეგი საკმაოდ მაღალია. ეს არის ის პერიოდი, როდესაც კმაყოფილი ბიზნესოპერატორი კმაყოფილებაზე დაფუძნებით აკეთებს ახალისებს სამუშაო გუნდს და უკან კაპიტალდაბანდებას ახორციელებს ახალი პროექტების სახით. ის სასტუმროები, რომლებმაც წელს Radar-ში გააკეთეს მომართვიანობა მომსახურებასთან დაკავშირებით, მათ გამართეს თავიანთი სერვისები და ახალი ობიექტების მშენებლობაც დაიწყეს. რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს - მათი დატვირთულობა 80%-ს გადააჭარბა, რაც საკმაოდ მაღალი და სასურველი ციფრია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის. 80%-იანი დატვირთულობა ბენეფიტია იმ კუთხით, რომ დარგში შემოსავლების აკუმულირებას აკეთებს, იტოვებს შემოსავალს თავისთვის და ამით მაღალშემოსავლიან დარგად ითვლება. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 2025 წელი წლის რთული დასაწყისის მიუხედავად, საკმაოდ შედეგიანად წარიმართა", - აცხადებს მაია მახათაძე.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით კომპანია Radar-ის ქოლგის ქვეშ მყოფი სასტუმროები ტერიტორიულად განთავსებულია თბილისში, სტეფანწმინდაში და კახეთში.

წყარო: ბიზნესპარტნიორი