2025 წლის იანვარ-ნოემბერში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 129 631 ლარი შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, ანგარიშშია საუბარი.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 2 909 253 ლარის აკუმულირება მოხდა.
ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს 11 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან წელს იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტში 365 824 285 ლარი შევიდა, 2024 წლის იგივე პერიოდში 357 821 417 ლარი.
ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.