მსოფლიო ბანკის საბაზისო სცენარით, 2026 წელს Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის საშუალო ფასი $94 იქნება, რაც 2025 წელთან შედარებით 36%-ით მეტია.

ორგანიზაცია ენერგომომარაგებაში შეფერხებების კლებას ივლისის ბოლოსთვის ვარაუდობს. 

იმ შემთხვევაში თუ ენერგეტიკული შეფერხებები უფრო დიდხანს გაგრძელდება, მსოფლიო ბანკი ნავთობის ფასის $115-მდე ზრდას ვარაუდობს. პროგნოზი კიდევ უფრო გაუარესდება, თუ ენერგეტიკული შოკი ფინანსურ ბაზრებზე იმოქმედებს.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ნავთობის ფასი 2027 წელს ბარელზე $76-მდე, ხოლო 2028 წელს $65- მდე შემცირდება.