აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება (9, 10, და 11 მაისს).

რუსეთში აღნიშნავენ გამარჯვების დღეს, მაგრამ ასეა უკრაინაშიც, რადგან მეორე მსოფლიო ომში ისინი ასევე დიდ ნაწილსა და ფაქტორს წარმოადგენდნენ“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.