თბილისში მდებარე სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე 6.2 მლნ ლარად იყიდება.

კერძოდ, საპრივატიზებოდ გამოტანილია მეველეს ქუჩა N4-ში, ყაზარმა 2-ში, ვპპ მდებარე 4081 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ნანგრევები და შენობა-ნაგებობა.

აუქციონი 29 აპრილს დაიწყო და 13 მაისს დასრულდება. საწყისი ღირებულება 6 167 000 ლარია, საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა 616 700 ლარი, ხოლო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარი.

აუქციონს ახლავს შენიშვნა, რომ საპრივატიზებო ობიექტით სარგებლობენ პირები (მათ შორის საცხოვრებელი მიზნებისთვის) მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

Bm.ge