აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მისი წინამორბედი, ექსპრეზიდენტი, ბარაკ ობამა, მის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში წერს, „გადახდის დროა“, -  და სამართალდამცავ უწყებებს ობამას დაპატიმრებას მოუწოდებს.

ეს პოსტი გამოქვეყნდა მის Truth Social გვერდზე 29 იანვარს.

ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა გამოაქვეყნა „ასობით სენსაციური დოკუმენტი რუსეთის საქმეზე“. ტრამპის თქმით, ისინი ადასტურებენ, რომ ობამამ პირადად უბრძანა CIA-ს აგენტებს პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების შეთხზვა.

„ეს იყო გადატრიალების მცდელობა ბარაკ ობამასა და მისი ახლობლების მიერ. <...> გადახდის დროა: დააკავეთ ობამა ახლავე“, - წერს ტრამპი.