ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა „ქართული ოცნების“ წევრებს „მოსკოვური არსებები“ უწოდა, რომლებმაც ქვეყანა უნდა დატოვონ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროპულ საქართველოსკენ სვლის საშუალება უნდა მისცენ“.

„ამ მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ და სხვებმა უნდა დატოვონ ქვეყანა და მისცენ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას საშუალება, გააგრძელონ სვლა ევროპულ საქართველოსკენ, არა საბჭოთა საქართველოსკენ“. – დაწერა გალერმა X-ზე. 

მან ამ ტექსტით გააზიარა სალომე ზურაბიშვილის პოსტი, რომელშიც საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა თქვა: „დანებდით ჩვენს დიქტატურას ან დატოვეთ ქვეყანა! – ეს არის „ქართული ოცნების“ ახალი დევიზი მოქალაქეებისთვის. რეპრესიული კანონები დაპატიმრებებისა და მუქარის ტალღებს ენაცვლება“.

შალვა პაპუაშვილი გალერის პოსტს „დეჰუმანიზებაზე მიმართულ ენას“ უწოდებს და პოსტის წაშლას და ბოდიშს მოითხოვს.

„ასეთი უხეში, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენა იმდენად არ ამცირებს საქართველოს ხელმძღვანელობას, რამდენადაც ჩრდილს აყენებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს გერმანელი პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამ ატავისტური შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია ამ უღირსი პოსტის წაშლით ან მისთვის ბოდიშის მოხდით“. – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

publika.ge