ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გლობალური ტარიფების დაწესების საპასუხოდ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ევროკავშირსა და ჩინეთს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებისკენ მოუწოდებს.
„აშშ-სთან არსებული მდგომარეობა ტრამპის მმართველობის პირობებში ყველა ჩვენგანის მხრიდან ადაპტაციისა და სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსებული განვითარების საჭიროებას აჩენს,“ — განაცხადა სანჩესმა.
სანჩესი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა ყურადღება ჩინეთისკენ მიაპყროს და დაგეგმილ ვიზიტს განიხილავს როგორც საშუალებას „უფრო დაბალანსებული ალიანსების“ შესაქმნელად იმ პირობებში, როდესაც ის აშშ-ს „არასანდო პარტნიორს“ უწოდებს.
"ტარიფების საფრთხესთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ურთიერთობების გაძლიერებაა და ვაჭრობის თვალსაზრისით ჩინეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ მიმართულებით,“ — განაცხადა ქრისტინა გაიაჩმა, ესპანელმა დიპლომატმა.
წყარო: ალფა სიხშირე