ორშაბათს, დილიდან ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს ისევ გადააჭარბა. ფასების ზრდა მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ირანის პორტების ბლოკადას გეგმავს.
ბაზარზე ფასები ასეთია:
- Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 7.3%-ითგაიზარდა და ბარელზე 102.30 დოლარი შეადგინა.
- WTI-ის მარკის ნავთობი 8.7%-ით გაძვირდა და მისმა ღირებულებამ 104.94 დოლარს მიაღწია.