საავტომობილო გიგანტი Stellantis ჩინურ კომპანიებთან Huawei-სა და JAC Group-თან გრძელვადიანი ინდუსტრიული პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს თავისი პრემიუმ ბრენდის, Maserati-ს მხარდასაჭერად.

გასულ წელს 198 მილიონი ევროს (230 მილიონი აშშ დოლარის) ზარალისა და 8000-ზე ნაკლები მიწოდების გათვალისწინებით, იტალიური ბრენდი მასშტაბური ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის ემზადება. Stellantis –ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონიო ფილოსამ განაცხადა, რომ ახალი პარტნიორობა კასინოსა და მოდენაში(იტალია) არსებული ქარხნების წარმოების სიმძლავრეების გამოყენების საშუალებას მისცემს.

ჩინური ჭკვიანი ავტომობილების ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაცია Maserati-ს განახლებული სტრატეგიის საფუძველს შექმნის, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია დეკემბერშია დაგეგმილი.

წყარო: https://fineko.az/ru