მეხსიერების ჩიპების ფასის ზრდის გამო, სმარტფონების გლობალური ფასები წლის დასაწყისიდან საშუალოდ დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, - ნათქვამია Counterpoint-ის კვლევაში.
მოდელების 40%-ზე მეტის ფასი ამ დროისთვის გაიზარდა რაც ინდუსტრიაში პირველი ასეთი შემთხვევაა.
ამავდროულად, ზოგიერთი მოდელის ფასი თითქმის გაორმაგდა, რადგან მწარმოებლებმა კომპონენტებზე უფრო მაღალი ხარჯები მომხმარებლებზე გადაიტანეს.
წელს ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ინდოეთში (21%), აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (19%) და ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში (18%). ჩინეთში სმარტფონების ფასები 10%-ით, ევროპაში 7%-ით და აშშ-ში 5%-ით გაიზარდა, ზრდა ძირითადად ახალ მოდელებზე იყო კონცენტრირებული.
Counterpoint-ის კვლევა 4000-ზე მეტი სმარტფონის მოდელის ფასებს ეფუძნებოდა.