საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით.
მათ შორის:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით;
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.2%-ით;
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.4%-ით.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4%-იანი ზრდით, რამაც 1.12 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.3%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის კატეგორიის 15.2%-იანი გაძვირებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.6%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.81 და 1.43 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 30.3%-ით.