სპილენძის ფასმა სამშაბათს გამართულ ვაჭრობაზე რეკორდი განაახლა, ხოლო ნიკელის ფასმა ინდონეზიაში წარმოების შემცირების შესახებ ინფორმაციის ფონზე 15 თვის მაქსიმუმს მიაღწია.

ლონდონის ლითონის ბირჟაზე (LME) სამთვიანი მიწოდების სპილენძის ფიუჩერსების ფასი ვაჭრობის დროს 3.1%-ით გაიზარდა და ტონაზე 13,387.50 აშშ დოლარი შეადგინა. 2026 წლის დასაწყისიდან სპილენძის ფასები უკვე 6.6%-ით გაიზარდა და ორშაბათს პირველად გადააჭარბა ტონაზე 13,000 აშშ დოლარს.

„სპილენძის ფასის ტონაზე 13 000 აშშ დოლარზე მეტად მომატება განპირობებულია ზრდადი დისბალანსით  მიწოდების სტრუქტურულ შეზღუდვასა და მოთხოვნის ზრდის დაჩქარებაში ელექტრიფიკაციის და მონაცემთა ცენტრებში ინვესტიციების ფონზე“, - აღნიშნავს ING-ის ანალიტიკოსი ევა მანტი. „ინვესტიციის ნაკლებობამ მრავალი წლის განმავლობაში, ასევე განგრძობადმა პრობლემებმა მაღაროების მუშაობაში, ბაზარს პრაქტიკულად არ დაუტოვა მანევრირების სივრცე“.

ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, Capstone Copper-ის მანტოვერდეს ოქროსა და სპილენძის მაღაროში გასულ კვირას დაწყებულმა გაფიცვამ წელს სპილენძის მსოფლიო მარაგის დეფიციტის შიში გააძლიერა.

სამშაბათს, ვაჭრობისას, ნიკელის სამ თვეში მიწოდების ფასი 6.1%-ით გაიზარდა და ტონაზე 18,045 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ინდონეზიის მიერ წარმოების მოცულობებზე კონტროლის გამკაცრება კვოტების დამტკიცების პროცესის შენელების გზით და მათი დაგეგმილი შემცირება 2026 წელს ფასების ზრდის ძალიან ეფექტური ფაქტორია“, - ამბობს მანტი.

ვრცლად interfax - ზე