საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე აკრძალა ტრიბუნებზე რუსეთის დროშის გამოყენება.

კომიტეტში ხაზი გაუსვეს იმას, რომ აკრძალვა ვრცელდება არა მხოლოდ დროშაზე, არამედ სხვა სიმბოლოებზეც, რომელიც რუსეთთან ასოცირდება და ეს წესი ოლიმპიადის ბოლომდე იმოქმედებს.

2026 წლის ზამთრის თამაშები იტალიაში 6-22 თებერვალს გაიმართება. ოლიმპიადაზე რუს სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსი ექნებათ.

პირველი არხი