სმარტფონების გლობალური მიწოდება პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5%-ით გაიზარდა და 304,9 მილიონი ერთეული შეადგინა - წინასწარ მონაცემებს International Data Corporation (IDC) აქვეყნებს.

შედეგი დაემთხვა IDC-ის პროგნოზს, რადგან კომპანიებმა გაზარდეს წარმოება აშშ-ის მთავრობის მიერ ჩინეთიდან იმპორტზე ტარიფების გამოცხადების მოლოდინში.

სამხრეთ კორეულმა Samsung Electronics-მა და ამერიკულმა Apple Inc.-მა შეინარჩუნეს წამყვანი პოზიციები გლობალურ ბაზარზე და გაყიდვები გაზარდეს შესაბამისად 0.6%-ით და 10%-ით.

ვრცლად interfax - ზე