ტურინის „იუვენტუსს“ „ლივერპულიდან“ ალისონ ბეკერის დამატება სურდა, თუმცა, შესაძლოა, ალტერნატიულ ვარიანტად გიორგი მამარდაშვილი განიხილოს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
„მნიშვნელოვანი ამბავი – „იუვენტუსის“ ალტერნატიული გეგმა, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის იჯარით დამატებას გულისხმობდეს. ტურინული კლუბი 2027 წლამდე მოიცდის, სანამ ალისონი „ლივერპულს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მასთან ხელშეკრულების გაფორმებას ამის შემდეგ შეეცდება“, – წერს La Gazzetta dello Sport-ი.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ალისონ ბეკერი „ლივერპულს“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებდა, ხოლო მის ადგილს სწორედ გიორგი მამარდაშვილი დაიკავებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბრაზილიელი მეკარის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.