„Starbucks Korea“-მ გაყიდვების „ძალიან მნიშვნელოვანი“ ვარდნა განიცადა მას შემდეგ, რაც მარკეტინგულმა კამპანიამ, რომელიც 1980 წელს პროდემოკრატიული დემონსტრაციები სამხედრო ძალების მიერ სასტიკ დარბევას ეხებოდა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, განაცხადა სამშაბათს კომპანიის წარმომადგენელმა.

კომპანია E-Mart, რომელიც  ფლობს სამხრეთ კორეაში ყავის ქსელს, მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა „ტანკების დღის“ ჭიქების მარკეტინგული კამპანიის გამო, რომელიც 18 მაისს, გვანგჯუს აჯანყების წლისთავს „მიეძღვნა“.

ცნობისთვის, გვანგჯუს აჯანყების დროს, სამხედრო მთავრობამ ჯარები და ტანკები განალაგა პროდემოკრატიული დემონსტრაციების ჩასახშობად, 1980 წლის 18 მაისს ასობით დემონსტრანტი დაიღუპა.

სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, „სტარბაქსის“ მმართველი კომპანიის თავმჯდომარემ, ჩუნგ იონგ-ჯინმა, საჯაროდ ბოდიში მოიხადა და მოუწოდა ხალხს, არ გამოეხატათ რისხვა „სტარბაქს კორეის“ თანამშრომლებსა და წინა ხაზზე მყოფ პერსონალზე. 

„ძალიან სერიოზულად აღვიქვამ იმ ფაქტს, რომ „სტარბაქს კორეის“ შეუსაბამო მარკეტინგმა ბევრი ადამიანი გაანაწყენა და დააზარალა. ინციდენტზე მთელ პასუხისმგებლობას მე ვიღებ

ეს არის შეცდომა, რომელმაც ტრივიალურად აქცია ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის თავდადებული ყველა ადამიანის ტანჯვა და მსხვერპლი“, - თქვა ჯუნგმა.