ნავთობის ფასები ოთხშაბათს დღისით გაიაფებას აგრძელებს აშშ-ირანის კონფლიქტის სწრაფი დასრულების იმედით.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ივლისის ფიუჩერსები 2.83 დოლარით (2.84%-ით) დაეცა და ბარელზე 96.75 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის ივლისის ფიუჩერსების ფასი 3.67 აშშ დოლარით (3.91%-ით), ბარელზე 90.22 აშშ დოლარამდე დაეცა.