ექინადის კუნძულებზე მდებარე ბერძნული კუნძული მაკრი აუქციონზე გასაყიდად 247 000 ევროდ გამოიტანეს.
მიწის კლასიფიკაციის შეცდომის გამო, ქონების ფასი 2022 წლის შეფასებასთან შედარებით 32-ჯერ შემცირდა. იმ დროს აგენტებმა დაუსახლებელი კუნძული 8 მილიონ ევროდ შეაფასეს.
ხელისუფლებამ შეცდომით მაკრი კერძო ტყედ და სპეციალური დაცვის ზონად დაასახელა. მისი ამჟამინდელი სტატუსი კუნძულზე სასტუმროების მშენებლობას კრძალავს. ნებისმიერი ინფრასტრუქტურისთვის მყიდველს საბერძნეთისგან ცალკე თანხმობის მიღება მოუწევს. გარდა ამისა, ახალი მფლობელი 20 მილიონ ევროზე მეტ საგადასახადო ვალს მემკვიდრეობით მიიღებს.
კუნძულის ფასი ბათუმში ბინის ფასებს შეესაბამება. „კოლიერსის“ ინფორმაციით, ბათუმში 2026 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აპრილთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 351 აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში დაახლოებით 200 კვ.მ. ბინის ფასი საშუალოდ სწორედ 247 000 ევროა.