ევროკავშირში, აპრილში ავტომობილების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა, – ინფორმაცია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ (ACEA) გაავრცელა.
ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 972 314 შეადგინა, ხოლო 2025 წლის აპრილში 925 324-ს შეადგენდა.
გერმანიაში გაყიდვები 2.7%-ით, იტალიაში 11.6%-ით და ესპანეთში 8.4%-ით გაიზარდა. საფრანგეთში 0.3%-ით შემცირდა.
ევროპაში, მთლიანობაში (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) ახალი ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა გასულ თვეში 7%-ით გაიზარდა და 1.152 მილიონს მიაღწია. დიდ ბრიტანეთში გაყიდვები 24%-ით გაიზარდა და 149.2 ათასი შეადგინა.
ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები 37.7%-ით გაიზარდა და 200 120 ერთეული შეადგინა.
ევროკავშირში Volkswagen Group-ის (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და სხვა) გაყიდვები 3.2%-ით გაიზარდა, Stellantis-ის - 5.5%-ით, ხოლო Renault-ის - 4.3%-ით შემცირდა. გერმანულმა ფუფუნების ავტომობილების მწარმოებელმა BMW AG-მ გაყიდვები 0.4%-ით შეამცირა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა Mercedes-Benz-მა 3.5%-ით გაზარდა.
იაპონური Toyota Group-ის მიერ ავტომობილების გაყიდვები 1.8%-ით, ხოლო სამხრეთ კორეული Hyundai Group-ის მიერ - 2.5%-ით შემცირდა.
ამერიკულმა Tesla-მ ევროკავშირში 9,170 ელექტრომობილი გაყიდა, რაც 67.2%-ით მეტია 2025 წლის აპრილის მაჩვენებელზე.
იანვარ-აპრილში ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები 4.2%-ით გაიზარდა და 3.794 მილიონს მიაღწია, მათ შორის ელექტრომობილების გაყიდვები 33.8%-ით გაიზარდა და 746.9 ათასი შეადგინა. შედეგად, ელექტრომობილების წილმა მთლიან გაყიდვებში 19.7%-ს მიაღწია, წინა წლის 15.3%-თან შედარებით.
შედეგად, ელექტრომობილების წილმა მთლიან გაყიდვებში 19.7% შეადგინა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 15.3% იყო.