Bloomberg-ის ცნობით, ჰონკონგმა შვეიცარიას მცირედით გაუსწრო და მსოფლიოში სიმდიდრის მართვის უდიდესი ცენტრი გახდა, რაც ჩინეთიდან კაპიტალის შემოდინებისა და ადგილობრივი საფონდო ბირჟის აღორძინების წყალობით მოხდა.

Boston Consulting Group-ის (BCG) ანგარიშის თანახმად, ჰონკონგში რეგისტრირებული საზღვრისპირა აქტივები გასულ წელს 10.7%-ით გაიზარდა და 2.9 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

BCG პროგნოზირებს, რომ აზიაში სიმდიდრის სწრაფი დაგროვება 2030 წლისთვის ჰონკონგსა და შვეიცარიას შორის არსებულ უფსკრულს თითქმის 600 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ამ ტენდენციას კი ხელს შეუწყობს ჩინეთის ინდუსტრიული დომინირება და ჰონკონგის IPO ბაზრის აღორძინება.