საქმიანი მოგზაურობის გლობალურ ინდუსტრიაში ოპტიმიზმი იკლებს და ეს განსაკუთრებით ევროპაში იგრძნობა, – ნათქვამია გლობალური ბიზნეს მოგზაურობის ასოციაციის (Global Business Travel Association, GBTA) აპრილის ანგარიშში. ამასთან, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა გახდა მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ხარჯებსა და მივლინებების შესახებ გადაწყვეტილებებზე.

კომპანიები აგრძელებენ თანამშრომლების საქმიან მოგზაურობებში გაგზავნას, თუმცა ისინი უფრო ფრთხილ მიდგომას ირჩევენ ასეთი მივლინებების ორგანიზების მიმართ, რადგან იძულებულნი არიან ეს გააკეთონ გეოპოლიტიკური დაძაბულობის, ფასების ზრდისა და ლოგისტიკური შეფერხებების ფონზე, – წერენ ანალიტიკოსები.

გამოკითხულთა თითქმის 80%-მა გეოპოლიტიკური არასტაბილურობა წელს ინდუსტრიისთვის მთავარ რისკად დაასახელა. ევროპაში, ასე უპასუხა გამოკითხულთა დაახლოებით 92%-მა.

სიტუაცია უკვე რეალურ ცვლილებებამდე მიდის: კომპანიების დაახლოებით ნახევარმა (50%) შეცვალა მარშრუტები, იმავე რაოდენობამ შეაჩერა პრობლემურ რეგიონებში მოგზაურობა, ხოლო 36%-მა გადახედა თანამშრომლების უსაფრთხოების პოლიტიკას.

ოპტიმისტურად განწყობილი ინდუსტრიის პროფესიონალების წილი იანვრის 59%-დან აპრილში 41%-მდე შემცირდა. უფრო მეტიც, პესიმისტების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა (24%, 9%-ის წინააღმდეგ). ევროპა გახდა ერთადერთი რეგიონი, სადაც ნეგატიური პროგნოზი დომინირებს: (პესიმისტების 38% ოპტიმისტების 21%-ის წინააღმდეგ).

სპეციალისტების ძირითადი შეშფოთება მარშრუტების ხელმისაწვდომობას (82%) და საქმიანი მივლინებების დროს მუშაკთა უსაფრთხოებას (67%) უკავშირდება.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე