ჟურნალმა Food & Wine-მ Tastemaker Awards-ის ფარგლებში მსოფლიოს საუკეთესო საერთაშორისო რესტორნების სია გამოაქვეყნა. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად ტარდება: 400-ზე მეტი ექსპერტი - შეფ-მზარეულებიდან დაწყებული მოგზაური ჟურნალისტებით დამთავრებული - სხვადასხვა კატეგორიაში კანდიდატებს ასახელებენ, რის შემდეგაც საბოლოო რეიტინგს F&W-ის გლობალური საკონსულტაციო საბჭო ადგენს.
საუკეთესო საერთაშორისო დაწესებულებების გამოსავლენად, მაღალი სამზარეულოს ტრადიციული ფოკუსის ნაცვლად, Food & Wine-ის ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს გამორჩეული კულტურული იდენტობის მქონე რესტორნებზე.
სიაში დასახელებულია რესტორნები, რომლებიც მოიცავს ავანგარდულ დეგუსტაციის მენიუებს, სადაც თითოეული კერძი ერთიანი ისტორიის ნაწილია, კულინარიული ტრადიციებით დამთავრებულებს, რომლებიც ღრმად არის ფესვგადგმული მათ წარმოშობის ადგილას.
მსოფლიოს 10 საუკეთესო რესტორანი Food & Wine-ის მიხედვით:
Ikoyi – ლონდონი, ინგლისი
Maido – ლიმა, პერუ
CieL Dining – ჰოშიმინი, ვიეტნამი
Arami – ლა პასი, ბოლივია
Potong – ბანგკოკი, ტაილანდი
Naar – დარვა, ინდოეთი
Botánico – მეხიკო, მექსიკა
Roscioli Salumeria con Cucina – რომი, იტალია
Lunch Lady – ვანკუვერი, კანადა
Saint Peter – სიდნეი, ავსტრალია