საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპისთვის მომზადების ფარგლებში ამხანაგურ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ 23 აგვისტოს, 19:15 საათზე „ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში“ გამართავს. პირდაპირ ტეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო. ფასი განსაზღვრულია 15-დან 60 ლარამდე. ბილეთები: https://biletebi.ge/sport/geoisr
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში საქართველოს ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის: 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროსთან, ხოლო 31 ივლისს პორტუში პორტუგალიასთან.