რუსულმა ონლაინ-მაღაზია Ozon-მა განაცხადა, რომ 17-18 ოქტომბრის ღამეს სანქტ-პეტერბურგში მდებარე მის ერთ-ერთ ლოჯისტიკურ ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა.

„გუშინ ღამით სანქტ-პეტერბურგში მდებარე ჩვენს ერთ-ერთ ლოჯისტიკურ ცენტრზე დრონით თავდასხმა მოხდა. დაუყოვნებლივ მოვახდინეთ ყველა თანამშრომლის ევაკუაცია; დაშავებულები არ არიან. გაჩნდა ხანძარი, ადგილზე კი საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - აღნიშნული იყო კომპანიის განცხადებაში.

ასევე, ღამით რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლენინგრადის ოლქს 100-ზე მეტი დრონით დაესხნენ თავს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე გაჩენილი ხანძრისა და ელექტრომომარაგების შეფერხებების შესახებ.

ipn.ge