საფრანგეთმა აკრძალა უცნობი აბონენტებისთვის სარეკლამო შეთავაზებებით ზარები — ახლა ასეთი ზარების განსახორციელებლად მათი თანხმობა წინასწარ უნდა მიიღონ.
გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პირი უკვე კომპანიის კლიენტია და ზარი ეხება მასთან დადებულ ხელშეკრულებას.
საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, ფრანგების 97% გაღიზიანებულია ტელეფონით განხორციელებული რეკლამით.